1. პროექტის სახელი: გაიცანით საქართველო
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოაგროვებენ ცნობებს საქართველოს ღირშესანიშნაობების,ისტორიული ფაქტების,ლიტერატურის, ფოლკლორის, სამზარეულოს შესახებ, წარმოადგენენ ამ ცნობებს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე და გააცნობენ სხვებს თავიანთ ქვეყანას.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჩაატარებს კვლევას თითო მიმართულებით.
პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე(სად მდებარეობს, როდის აშენდა, რით გამოირჩევა)
მეორე ჯგუფი-მოიძიებს მასალებს იმ ისტორიულ ფაქტებსა და პიროვნებებზე, რომლებიც მეტყველებენ ქართველების პატრიოტიზმზე, რწმენის სიმტკიცეზე, მეგობრობაზე და სხვა საამაყო თვისებებზე(ცოტნე დადიანის გმირობა, დემეტრე თავდადებული, ასიათასი მოწამე და სხვა)
მესამე ჯგუფი-მოიძიებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს, ისაუბრებს ქართული სიმღერის მრავალხმიანობაზე და ქართული ცეკვის ტრადიციებზე.
მეოთხე ჯგუფი-წარმოადგენს ქართულ სამზარეულოს, ნაციონალურ კერძებს,ქართული სუფრისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს.
მეექვსე ჯგუფი-ისაუბრებს ქართულ ანბანზე, უძველეს და თანამედროვე ლიტერატურაზე,წარმოადგენს თარგმანებს,ან ნაწყვეტებს თარგმანებიდან.
მეშვიდე ჯგუფი-წარმოადგენს საქართველოს ბუნებას, მის ფლორასა და ფაუნას.
4. მონაწილეთა ასაკი\კლასები: 14-17 წელი,მე-9,მე-12კლასები
5.ვადები,ხანგრძლივობა: სამი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ლექსიკონზე მუშაობა, თარგმანზე მუშაობა, უცხო ენაზე წერის პრაქტიკა, სლაიდშოუს, ვიდეოების, ფოტოალბომების დამზადება.
7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძლება შეიქმნას და ინტერნეტში განთავსდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ სხვადასხვა ენაზე.
8.სარგებელი სხვებისთვის:პროექტის მიზანია ბავშვებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება,საკუთარი სამშობლოს უკეთ გაცნობა და მისი წარდგენა,კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, უცხო ენაზე წერის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.დაინტერესების შემთხვევაში საშუალება ექნებათ დაინტერესებულ პირებს ბევრი გაიგონ საქართველოს შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-17 წელი, მე-9, მე-12-ე . ეს პროდუქტი დახმარებას გაუწევს იმ ქართველ პირებსაც, რომელთაც სურთ უცხოელებთან წარადგინონ თავიანთი ქვეყანა.
9.სამუშაო ენა: ინგლისური, გერმანული, რუსული
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: ხდება იტეგრაცია უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში, ასევე ისტორია-გეოგრაფიასთან და ბიოლოგიასთან
11..მონაწილეები სხვა სკოლებიდან::
12.პროექტის ფასილიტატორი: ნაია ჩახუნაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:naia.english@gmail.com
14პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი naiaproectebi.blogpost.com
Friday, December 19, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)